თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია 29-31 მაისს გამართავენ ამერიკისმცოდნეობის 25-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას "როგორ ვხედავთ ამერიკას გარედან".
კონფერენცია გაიხსნება 29 მაისს, 11.00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორიაში.